Posts

Showing posts from April, 2018

გეომეტრიის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში

Image
  ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსისა და მათემატიკ ოსის პლატონის მიერ დაარსებული აკადემიის კარზე ამოტვიფრული იყო წარწერა :   ,,გეომეტრიის არმცოდნე ნუ შემოვა ამ კარებში!” პლატონს ეკუთვნის ეს სიტყვებიც: ,,ამ ქვეყნად მხოლოდ ერთი ს იკეთე არსებობს-ც ო დ ნ ა და მხოლოდ ერთი ბოროტება-უ ვ ი ც ო ბ ა“. გეომეტრია შეისწავლის საგანთა ფორმებს,ზომებს და სივრცეში მათ ურთიერთგანლაგებას.გეომეტრია შეისწავლის წარმოსახვაში არსებულ საგნებს,რომელთაც მხოლოდ გეომეტრიული თვისებები გააჩნიათ,ამ საგნებს გეომეტრიული ფიგურები  ეწოდება.ყველაზე მარტივი ფიგურა წერტილია,რომელსაც მხოლოდ ერთი თვისება აქვს-სივრცეში გარკვეულ ადგილას მდებარეობა.ყველა გეომეტრიული ფიგურა წერტილებისგან შედგება.ბრტყელ ფიგურებს შეისწავლის- პ ლ ა ნ ი მ ე ტ რ ი ა ,სივრცით ფიგურებს შეისწავლის - ს ტ ე რ ე ო მ ე ტ რ ი ა.გეომეტრიული თვისებები ყველა საგანს აქვს,ამიტომ გეომეტრია თითქმის ყველა საქმიანობაში გამოიყენება.არქიტექტორი -შენობების დაგეგმვის დროს იყენებს.კონსტრუქტორი -მექანიზმების შექმნისას.ბიოლოგიური ორგანიზმებ...